წიგნების თაროს სკოლა

„წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა.

„ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“ - ასეთია ჩვენი სკოლის დევიზი, რადგან მასწავლებლები საქართველოს ყველაზე წიგნიერი და წარმატებული სტუდენტები და მოსწავლეები არიან, რომელთაც უკვე აქვთ ბავშვების სწავლების გამოცდილება. ახალგაზრდა მასწავლებლების ფაქტორი უნიკალურს ხდის ჩვენს სკოლას. გარდა იმისა, რომ ჩვენთან მოსწავლეებს თავად უხარიათ გაკვეთილებზე დასწრება, ჭკვიანი ახალგაზრდების ჩართულობით შექმნილი პროგრამა ინოვაციური და თანამედროვე ცოდნასა და მოთხოვნებზე ორიენტირებულია.

ჩვენი მიზანია ბავშვებში ცნობიერების ამაღლება და განათლების მიმართ ინტერესის გაჩენა.

კომპანია „წიგნების თარო“

კომპანია „წიგნების თარო“ ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო და ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ პროექტებს ახორციელებს. ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუ, რომელიც 2016 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადაიცემა, კომპანიის საავტორო პროექტია. ამ ხნის განმავლობაში „წიგნების თარო“ წამყვან ტელეპროექტად იქცა საქართველოში, 10-ზე მეტი სეზონის, არაერთი დამატებითი საგანმანათლებლო პროექტის, მრავალი ღონისძიებისა და მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულის გამო.

2020 წელს კომპანია “წიგნების თარო” საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წლის მთავარი პრიზით, „წიგნის ქომაგი 2020“-ით, დააჯილდოვა.